მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft: კომპანიები უმტკივნეულოდ გადადიან ლიცენზირებულ პროგრამებზე

59c90d042683b
სალომე მეცხვარიშვილი
26.09.17 10:10
1244
უამრავი კომპანია უმტკივნეულოდ გადადის Microsoft-ის ლიცენზირებულ პროგრამებზე, - ამის შესახებ "საქმის კურსს" "Microsoft საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პირატული პროგრამების რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება. ამას ადასტურებს კვლევაც, რომლის მიხედვითაც 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში არალიცენზირებული პროგრამების დონე 92%-დან 84% -მდე შემცირდა. ნიკოლოზ დობორჯგინიძე ამბობს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად შემცირებული იქნება ახლა, რამდენადაც ლიცენზირების პროცესი დინამიკურად მიმდინარეობს.

გასულ წელს, როდესაც გაცხადდა, რომ საქართველოში კერძო და საჯარო სექტორი ლიცენზირებულ პროგრამებზე უნდა გადასულიყო, ბიზნესმა "მაიკროსოფტის" სერვისის ფასები გააპროტესტა. ამის შემდეგ Microsoft-მა პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ქართულ კომპანიებს განვადება შესთავაზა.