მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის თანადამფუძნებელი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

5bc5b8979e983
ლევან თაღიაშვილი
16.10.18 14:06
777
Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლ ალენი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ინვესტორი, ანტრეპრენიორი და ფინალტროპი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა თანამედროვე ცხოვრებაში ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტექნოლოგიები, მეცნიერება, სპორტი და მუსიკა.

ალენმა Microsoft (ამჟამინდელი ღირებულება ($825 მილიარდი) ბილ გეითსთან ერთად 1975 წელს დააფუძნა. მომავალმა პარტნიორებმა ერთმანეთი სიეტლში, კერძო სკოლაში გაიცნეს. მან კომპანია 1982 წელს დატოვა, სწორედ ამ პერიოდში დაუსვეს მას ჰოჯკინის დაავადების დიაგნოზი. Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება $20.3 მილიარდს შეადენდა. აღსანიშნავია, რომ პოლ ალენმა თავის სიცოცხლეში დაახლოებით $2 მილიარდი ქველმოქმედებას შეწირა