მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft სახის ამოცნობის ტექნოლოგიის რეგულაციას ითხოვს

5b4caa1120ee6
კესო კაციტაძე
16.07.18 18:21
615
USATODAY-ს ინფორმაციით Microsoft-მა კონგრესზე განაცხადა, რომ სახის ამოცნობის ტექნოლოგიის რეგულირება, ადამიანის დაცვულობისა და თავისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.

მაიკროსოფტი პირველი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ამ კუთხით საკმაოდ მკაფიო სიგნალებს აგზავნის, კომპანიის პრეზიდენტ ბრანდ სმიტის განცხადებით, მთავრობამ ამ საკითხისთვის ოპერატიულ ექსპერტთა კომისია უნდა შექმნას.

„მომხმარებლების უმრავლესობა პოზიტიურადაა განწყობილი სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მიმართ, მაგრამ სხვა პოტენციური აპლიკაციები ამ კუთხით კიდევ უფრო სახიფათოა. მისი საშუალებით მთავრობას შესაძლებლობა აქვს მომხმარებლებს თვალი ადევნოს ყველგან. ეს ფაქტი წლების წინ მძაფრსიუჟეტიან ფილმს გავდა, თუმცა ახლა ეს უკვე რეალობაა.“ - განაცხადა სმიტმა.

კომპანიის განცხადებით, მათ უკვე უარი უთხრეს რამდენიმე მომხმარებელს ისეთ მოთხოვნებზე, რამაც შესაძლოა ადამიანის უფლებები რისკის ქვეშ დააყენოს, თუმცა Microsoft მათ არ ასახელებს.

ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური კომპანიები მარეგულირებელ სკაითხებზე საუბრობენ, მას შემდეგ, რაც FACEBOOK–ის უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.