23.მარტი.2016 17:55
ბიზნესი

მეწარმეობის განვითარების სააგენტო EFQM-ის წევრი გახდა

მეწარმეობის განვითარების სააგენტო EFQM-ის  წევრი გახდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო EFQM-ის (ევროპის ორგანიზაცია ხარისხიანი მენეჯმენტისთვის) წევრი გახდა. სააგენტოს ხელმძღვანელობას შესაბამისი სერტიფიკატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის საქართველოს კომპონენტის ხელმძღვანელმა იოხემ თაისმა გადასცეს.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტო შეუერთდა იმ საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა "ბოში", "მერსედესი", "ქსეროქსი" და სხვა, ვისაც გააჩნია ევროპული ხარისხის მართვის სერტიფიკატი. მისი თქმით, სააგენტოს ევროპული მართვის სტანდარტების დანერგვა დაეხმარება მაქსიმალურად ეფექტურად და ოპტიმალურად იმუშაოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ისე დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან.

EFQM-ის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობის განვითარების სააგენტოში წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა. აღნიშნული პროექტი GIZ-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.



15.ნოემბერი.2018 10:30
61

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
191

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
432

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 19:34
162

TI: კორუფციაში და თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეეზღუდოთ

ვრცლად
08.ნოემბერი.2018 14:34
131

სავაჭრო ობიექტები თამბაქოს სურსათთან და სხვა პროდუქტებთან ერთად ვეღარ გაყიდიან

ვრცლად
07.ნოემბერი.2018 14:10
238

"ბიძინა ივანიშვილთან საქმის გარჩევები არ მქონია"

ვრცლად