22.თებერვალი.2016 11:59
ბიზნესი

მეწარმეობის დარგში ქალთა როლის გასაძლიერებლად უფასო ტრენინგი ჩატარდება

მეწარმეობის დარგში ქალთა როლის გასაძლიერებლად უფასო ტრენინგი ჩატარდება
არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისში 5-6 მარტს მეწარმეობის დარგში ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, კონფერენციას გამართავენ.
 
კონფერენცია Speak Up in Georgia-სა და "ჯეი სი აი"-ს ორგანიზებით ტარდება.  Speak Up in Georgia-ს დამფუძნებელი, თამარ კანაშვილი "საქმიან დილასთან" კონფერენციის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ მსურველებისთვის აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 1 მარტია, პროექტში მონაწილეობას 130 ქალბატონი შეძლებს. 
 
“ეს იქნება ფსიქოლოგიისა და ბიზნეს თემების გაერთიანება, რომლის პრეზენტაციაც 5 მარტს შედგება. 6 მარტს ვიზიტი დაგეგმილია ტექნოპარკში, რომელსაც მისი ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე გაუძღვება და ამის შემდეგ 2-თვიანი ტრენინგ კურსი დაინიშნება, რომლითაც კიდევ უფრო გავაღრმავებთ ბიზნესისა და ფსიქოლოგიის თემებს. ჩვენი სააპლიკაციო ფორმა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. ასაკი განსაზღვრული არ არის. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ბიზნესის დაწყება მსურველს ნებისმიერ ასაკში შეუძლია, მთავარია სურვილი და მოტივაცია. აპლიკაციის შემდგომ პატარა ინტერვიუ გვექნება იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ რომ ჩვენი მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა. ინტერვიუები ეტაპობრივად დაიწყება. აპლიკაცია Speak Up in Georgia-ს გვერდზეა განთავსებული.

ასე, რომ მთავარია ჩაწეროთ "ქალთა გაძლიერების თემა 2016" და ჩვენ გელით. იმედი გვაქვს, რომ თოთოეული დაინტერესებული პირი ჩაერთვება და მონაწილეობას მიიღებს, ხოლო ვინც ვერ მოასწრებს, ვიმედოვნებთ, რომ პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება.

ვფიქრობთ, რომ გაძლიერება განსაკუთრებით ფსიქოლოგიის მიმართულებით გვჭირდება და ამიტომაც არის კონფერენცია ბიზნეს-ფსიქოლოგიის შემცველი. ჩვენ გვაქვს ცოდნა, უნარები, კომპეტენცია და ზოგჯერ ერთი ნაბიჯია საკმარისი, რომ ადამიანის თვითრწმენა გაძლიერდეს", - აღნიშნავს თამარ კანაშვილი.



20.ნოემბერი.2018 17:43
56

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:00
990

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1175

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
103

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
221

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
451

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად