მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰიდრომ" ეკონომიკის სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

BM.GE
27.05.20 00:36
736
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ - სს „ნენსკრა ჰიდრომ“ ეკონომიკის სამინისტროს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. აღნიშნული დახმარება საქართველოს პროექტის ინვესტორმა - კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-მა გამოუგზავნა.

კომპანიამ კორეიდან 100 უკონტაქტო თერმომეტრისა და 200 ერთეული სამედიცინო სპეცტანსაცმლის ჩამოტანა უზრუნველყო. აღნიშნულ დახმარებაში «K-water»-ის თანამშრომლებმა ინდივიდუალურად შეიტანეს წვლილი.