მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროს ბილეთი ცარიელი პლასტიკის ბოთლის სანაცვლოდ - სტამბოლის ექსპერიმენტი

5c141b573d8b2
ანნა ლაპიაშვილი
15.12.18 14:00
7946
სტამბოლში საზოგადოების გარემოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გასაზრდელად მარტივი გამოსავალი იპოვეს.

სტამბოლის მეტროში აპარატები გამოჩნდა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისათვის საჭირო ბილეთს პლასტიკის ბოთლის და ქილის სანაცვლოდ იძლევა.

Business Insider-ის ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, სპეციალური აპარატები, რომელიც პლასტიკის ბოთლის საფასურად ბილეთს მოგცემთ, სამ მეტროსადგურში დგას, თუმცა მომავალში ანალოგიური აპარატები კიდევ უფრო მეტ ადგილას გამოჩნდება.

სააგენტო AFP წერს, რომ საშუალო წარმოების შემთხვევაში, 31 მლნ ტონა ნაგვიდან მხოლოდ 11% გადამუშავდება.

ხელისუფლება გეგმავს, მომდევნო 5 წელიწადში ეს მაჩვენებელი 35%-მდე გაიზარდოს.

დღეისათვის, ნარჩენების გადამუშავების მოცულობის მიხედვით, თურქეთი 180 ქვეყანას შორის 108-ე ადგილზეა.

შედარებისთვის პოლონეთი ამავე რეიტინგში 50-ე ადგილზეა და მთელი ნარჩენების 64.11%-ს გადაამუშავებს. ისეთი ქვეყნები, რომლებიც 70%-ზე მეტი ნარჩენის გადამუშავებას ახერხებენ, რეიტინგის ოცდაათეულში ხვდებიან.

ნარჩენების გადამუშავების საუკეთესო შედეგებით ათეულშია: აშშ, პორტუგალია, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ტაივანი, იტალია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია.
პირველი ხუთეული კი, ასე გამოიყურება: შვეიცარია, საფრანგეთი, დანია, მალტა, შვედეთი.