მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეთიუ რობინსი: ჟურნალისტმა უნდა დასვას რთული კითხვა, მაშინაც კი, თუ მას არავინ სვამს

5669885c301b9
ელენე კვანჭილაშვილი
10.12.15 18:08
1661
"ჟურნალისტმა უნდა დასვას რთული კითხვები, მაშინაც კი, თუ სხვა ამ შეკითხვებს არავინ სვამს", - აღნიშნულის შესახებ, Thomson Reuters Foundation-ის ტრენერმა მეთიუ რობინსმა Businesscontact.ge-ს განუცხადა. რობინსი ჟურნალისტებს ურჩევს, იყვნენ დამოუკიდებელი კომუნიკატორები და მკითხველის ინტერესი, წყაროს ინტერესზე მაღლა დააყენონ.
 
"ჟურნალისტისთვის მთავარია იყოს კარგი კომუნიკატორი: უნდა გადმოსცეს მასალა მარტივად, მოკლედ და გასაგებად, რომ ადვილი იყოს მისი აღქმა და გააზრება, თუ რატომ არის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი მკითხველებისთვის. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია ჟურნალისტი დამოუკიდებელი კომუნიკატორი იყოს. ჟურნალისტის მთავარი პასუხისმგებლობაა, მოსახლეობას მოუყვეს, რა ხდება სინამდვილეში. ჟურნალისტმა უნდა დასვას რთული კითხვები, მაშინაც კი, თუ მას სხვა არავინ სვამს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტს ენდობოდნენ - მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ის დააგროვოს, შეინარჩუნოს და გააფართოვოს წყაროების წრე. მაგრამ, როდესაც ჟურნალისტი დგება არჩევანის წინაშე, თუ ვისი ინტერესი უნდა გაითვალისწინოს - თავისი წყაროების თუ მკითხველების - ის იმდენად დამოუკიდებელი უნდა იყოს, რომ მკითხველებისთვის წერდეს მაშინაც, კი როდესაც  წყაროებს ეს არ სიამოვნებთ“, - ამბობს მეთიუ რობინსი.