24.დეკემბერი.2015 10:10
ბიზნესი

მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს - ინტერნეტში ადგილობრივი პროდუქციის მხარდასაჭერად პეტიცია გამოჩნდა

მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს - ინტერნეტში ადგილობრივი პროდუქციის მხარდასაჭერად პეტიცია გამოჩნდა
ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და "ელკანა" სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებაში მხარდაჭერას სთხოვს. "მეტი ადგილობრივი პროდუქცია - მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს", - ამ სახელწოდებით მანიფესტი ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა. როგორც ორგანიზაცია OXFAM-ში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, საქართველოში აქტიურად დგას სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა, რომლის გადასაჭრელადაც ადგილობრივი, ჯანსაღი პროდუქტის წარმოების გაზრდაა საჭირო.
 
"ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ამბიცია აქვს იყოს განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო. 1994 წელს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა გარეოს საერთაშორისო პაქტს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ", რომელიც ავალდებულებს სახელმწფოს უზრუნველყოს მოქალაქეების წვდომა მათი ნუტრიციული მოთხოვნების შესაბამის სურსათზე; მათ შორის, მიიღოს ზომები, რათა „გაუმჯობესდეს სურსათის წარმოების, შენახვისა და განაწილების მეთოდები ტექნიკური და სამეცნიერო ცოდნის სრული გამოყენების, სწორი კვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ისეთი აგრარული სისტემების შექმნისა თუ რეფორმირების გზით, რაც ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას“.

სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევა საქართველოში მცირე მეურნეების ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ისინი საქართველოს მდგრადი სასურსათო სისტემის სათავეში დგანან და წარმოადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას (98%)", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

პეტიციაში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
14.დეკემბერი.2017 19:07
126

საქონლის ხორცის შემოწმების შედეგები

ვრცლად
14.დეკემბერი.2017 18:06
51

ქუთაისი საახალწლოდ ახალ განათებებს იყიდის

ვრცლად
14.დეკემბერი.2017 18:06
60

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი შენობა აქვს

ვრცლად
14.დეკემბერი.2017 18:06
46

"უნივერსალური ჯანდაცვა და ღირსეული პენსია ჯერ მხოლოდ ორიენტირია"

ვრცლად
14.დეკემბერი.2017 18:06
539

დავით ნარმანია სემეკის წევრობის კანდიდატად დასახელდა

ვრცლად
14.დეკემბერი.2017 17:05
128

"საჯარო ინფორმაციაზე წვდომა გაუარესდება"

ვრცლად