მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესხური ლოკოკინა ბაზარზე 40 ლარი ღირს

5b12644e394f4
ელენე გოგბერაშვილი
02.06.18 19:00
5858

საქართველოში პირველი ლოკოკინების ფერმა ახალციხეში, სოფელ მუსხში მდებარეობს. ფერმერმა, ლალი ცუხიშვილმა „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აღებული 5 000 ლარიანი გრანტით ლოკოკინების ფერმა შექმნა და მესხური მოლუსკი მოაშენა. როგორც ცუხიშვილი BM.GE-თან ამბობს, წლის განმავლობაში 50-100 კილოგრამი მოლუსკი მოჰყავთ, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ამბობს, რომ ლოკოკინების მომხმარებლები ძირითადად ადგილობივი მოსახლეობაა.


ცუხიშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში ლოკოკინა ერთ-ერთი პოპულარული საკვები პროდუქტია და აგრარულ ბაზარზე მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ფერმერი ამბობს, რომ 1 კილოგრამ მესხურ ლოკოკინას 40 ლარად ყიდიან.

ცუხიშვილის თქმით, თუ ცოდნის გაღრმავებას და ფრანგული ჯიშის მოსულკების მოშენებას შეძლებენ, რომლის წონა ნახევარ კილოგრამს აღწევს, შეძლებენ გაფართოვებას და ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

„აქამდე ლოკოკინების მოშენება ნათარგმნი მასალების გზით შევძელით, თუმცა ჩვენ სულ სხვა ჯიშის  ლოკოკინები გვყავს, შესაბამისად გვიჭირს საჭირო რაოდენობის მოლუსკების გამრავლება, რის გამოც ბაზრის მოთხოვნას სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ“-აცხადებს ლალი ცუხიშვილი.