13.თებერვალი.2016 14:05
ეკონომიკა

მერსი ტემბონი: რომელი მიმართულებითაც არ უნდა მიდიოდე, საქართველოში აუცილებლად მოხვდები

მერსი ტემბონი: რომელი მიმართულებითაც არ უნდა მიდიოდე, საქართველოში აუცილებლად მოხვდები
მსოფლიო ბანკის რეგიონალური ხელმძღვანელი, მერსი ტემბონი რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პოზიტურად აფასებს. "ბიზნესკონტაქტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მერსი ტემბონი ამბობს, რომ ბანკი საქართველოში 2016 წელს 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
 
- როგორ აფასებთ ეკონომიკური განვითარების დონეს და ეკონომიკურ მოვლენებს მას მერე რაც მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ხართ სამხრეთ კავკასიაში?

- ჩემთვის სასიამოვნოა, რომ საქართველოში ვარ. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც აქ ვიმყოფები ჩვენი შეფასება საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში პოზიტიურია იმ ფონზე, როცა მთალიანად რეგიონი და საქართველო როგორც ამ რეგიონის ნაწილი მთელ რიგ პრობლემებს უმკლავდება. გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელებულია და ეს ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც. მაგალითად, ზოგიერთი პრობლემა, რასაც საქართველო უმკლავდება არის ნავთობის ფასების დრამატული ვარდნა, ეკონომიკური ზრდის შენელება მსხვილ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, საიდანაც ქართულ ექსპორტზე მოთხოვნა კლებულობს. კიდევ ერთი ასპექტია ფულადი გზავნილები, რომელებსაც ასევე კლებულობს მეზობელი ქვეყნებიდან და მაინც, მიუხედავად ამ წინაღობებისა, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. 2016 წელს დაახლოებით 3 პროცენტიან ზრდას ველოდებით, რაც კარგი მაჩვენებელია რეგიონის 2.1 პროცენტიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ანუ საერთო ჯამში, საქართველოს ეკონომიკურ სიტუაციას ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ.

- ამ ფონზე, რა გამოწვევებს ხედავთ ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში?

- ვფიქრობ, საქართველოსთვის ამჟამად უდიდესი გამოწვევაა გარე შოკებთან გამკლავება. ასევე გამოწვევაა სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური სიტუაციის შენარჩუნება ქვეყანაში. საქართველომ უნდა შეძლოს და მოერგოს საგარეო სიტუაციას იმ ფონზე, რომ ვალუტების გაცვლითი კურსი უფასურდება ყველგან. საქართველოს ამ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია გონივრული ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გატარებით, რაც ისედაც კეთდება, მაგრამ უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, რაც აქამდე მოვისმინე პრემიერ-მინისტრისგან და პრეზიდენტისგან პარლამენტში, ქვეყანას აქვს ამის შესაძლებლობა და ჩვენ, მსოფლიო ბანკი მას დავეხმარებით, რათა რეფორმები იყოს სტაბილური.

- ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ საქართველოს რეფორმების გატარება ურჩიეთ. კონკრეტულად, რა რეფორმებს გულისხმობთ და რა ტიპის თანამშომლობა გაქვთ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან?

- ერთ-ერთი მიმართულება სადაც აქტიურად ვმუშაობთ არის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და კერძო სექტორის განვითარება, რადგან სწორედ კერძო სექტორია ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. თუ გყავს ძლიერი კერძო სექტორი ის ქმნის სამუშაო ადგილებს და ეხმარება ქვეყანას წინასვლაში. ასევე ქვეყანას ვეხმარებით რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც საშუალებას მისცემს პასუხი გასცეს 21-ე საუკუნის გამოწვევებს. ტექნოლოგიებს ამ ეპოქაში უდიდესი მნიშნველობა აქვს, თუმცა ამავდროულად საჭიროა სათანადო უნარების მქონე სამუშაო ძალა, რომელიც შეძლებს ტექნოლოგიურ განვითარებას ფეხი აუწყოს. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ბიზნესგარემო უფრო მიმზიდველი, რათა ინვესტორები მოვიდნენ, რომლებიც განავითარებენ ინდუსტრიას, შექმნიან ინფრასტურუქტურას და სამუშაო ადგილებს. ამავდროულად, აუცილებელია ადამიანური კაპიტალიც, რომელიც შეძლებს შქმნილი სამუშაო ადგილები აითვისოს. ანუ, თუ მაკროეკონომიკური სიტუაცია სტაბილური იქნება, კერძო სექტორი განვითარდება, ხოლო სათანადო უნარების უზრუნველყოფის შემთხვევაში შეიკვრება სამკუთხედი. სწორედ ამაში ვეხმარებით საქართველოს მთავრობას.

- თქვენ ახსენეთ კერძო სექტორი და ისაუბრეთ პროფესიული უნარების აუცილებლობაზე. საქართველოში ერთი მხრივ, პრობლემაა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება დამეორე მხრივ, პროფესიული განათლების ნაკლებობა. როგორია თქვენი რეკომენდაციები ამ ორი მიმართულებით?
- საქართველო უკვე ძლიან კარგ პოზიციაშია, თუმცა საჭიროა გაუმჯობესებაც. ქვეყანაში არის ძალიან დიდი კომპანიები და არის ძლაიან მცირე კომპანიებიც. ასათვისებელია მათ შორის არსებული სივრცე. მცირე და საშუალო საწარმოები აუცილებელია, რათა მათ აითვისონ შრომის ბაზარზე არსებული უნარები. მათ შესაქმნელად კი აუცილებელია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, კაპიტალის ბაზარი, სადაც შესაძლებელი იქნება კაპიტალის მოძიება და არაჩვეულებრივი სამეწარმეო იდეების გარდაქმნა ქმედებებში. რაც შეეხება განათლებას და პროფესიულ უნარებს, ვფიქრობ მთავრობა უკვე ბევრს აკეთებს განათლების სექტორის გასაუმჯობესებლად, მაგრამ საჭროა უფრო მეტის გაკეთება ხარისხის გასაუმჯობესებლად. დიახ, ყველას აქვს ხელმისაწვდომობა განათლებაზე, მაგრამ მთავარია რას ვიღებთ. მხოლოდ ზოგადი განათლება და ჰუმანიტარული პროფესიები საკმარისი არ არის, თქვენ გჭირდებათ მეცნიერები, ტექნოლოგები, ინჟინრები, გჭირდებათ ადამიანები რომლებსაც აქვთ ის უნარები რაც მოთხოვნადია ბაზარზე. ამიტომ აქცენტი ტექნიკურ, პროფესიულ განათლებაზე უნდა გაკეთდეს.

- რატომ არის საქართველო თქვენთვის საინტერესო ქვეყანა?

საქართველო განსაცვიფრებელი ქვეყანაა. იმდენი წამიკითხავს მისი ისტორიის შესახებ და ის ფაქტი რომ მთელი ეს ისტორია ქვეყანაში შენარჩუნებულია, დაუჯერებელია. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, ის რაც საქართველოში მიზიდავს არის ის რომ ის გზაგასაყარზეა, უნიკალური ლოკაცია აქვს და ამის გამო უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. რომელი მიმართულებითაც არ უნდა მიდიოდე, აუცილებლად მოხვდები საქართველოში.
ავტორი: ანა ცხოვრებოვა



24.სექტემბერი.2018 11:06
119

WEG: რა წერია მსოფლიო ბანკის კვლევაში ჰესებთან დაკავშირებით

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 18:00
176

"თბილისის განვითარებით მოხარულები ვართ, თუმცა სხვა რეგიონებმაც უნდა გამოიყენონ პოტენციალი"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:37
82

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:20
91

"საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკას მხარს ვუჭერთ"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 16:11
178

"ჯორჯიან მანგანეზს“ პროდუქციის მიწოდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სურს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 15:01
623

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად