მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი კიდევ გაუფასურდა - უშველის თუ არა ლარის გამყარებას რეზერვების გაყიდვა?

BM.GE
08.08.19 23:49
757
„ქვეყანის ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები არის ჯანსაღი, საქართველოს ეროვნული ვალუტა კი, არსებულ ინდიკატორებთან მიმართებით ზედმეტად გაუფასურებულია“, - ეს არის ამონარიდი “გალტ ენდ თაგარტის მაკროეკონომიკური მიმოხილვიდან, რომლის პროგნოზით, 2019 წლის განმავლობაში  ლარის 2.75-2.8 ნიშნულამდე გაძლიერდება, 2020 წელს კი - 2.60-2.65 ნიშნულამდე. საინვესტიციო ბანკის პოზიტიური პროგნოზი, ჯერჯერობით, ლარს არ ეტყობა. ეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა - ხვალისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.94 ნიშნულზე დაფიქსირდა. რა სჭირს ლარს - ამაზე ერთიანი პასუხი ქვეყანაში არაა, მაგრამ რაზეც თითქმის ყველა მხარე თანხმდება ისაა, რომ გაუფასურების მიზეზებს შორის დიდი წვლილია ნეგატიური მოლოდინების.