მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

5b4f344552b68
BM.GE
18.07.18 16:34
458
თბილისის მერიის მხარდაჭერით, საზაფხულო სკოლებში, ბანაკებსა და სალაშქრო ტურებში მონაწილეობის მიზნით, ახალგაზრდების რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ამ პროგრამების მიზანია, რომ ახალგაზრდობას მივცეთ შესაძლებლობა საინტერესოდ გაატარონ ზაფხულის პერიოდი. ამიტომ, ყველა მსურველს ვთავაზობ, ჩაერთონ. ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია ახალგაზრდებისთვის და მომდევნო წლების განმავლობაშიც ვაპირებთ ასეთი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თემატურ საზაფხულო სკოლებში, ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებს და 18 - 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დიზაინის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებით იგეგმება. სალაშქრო ტურები კი თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებზე განხორციელდება, სადაც მონაწილე ახალგაზრდები პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ.

საზაფხულო სკოლების და ბანაკების განხორციელების პერიოდია 2018 წლის 20 ივლისი - 15 სექტემბერი, ხოლო ლაშქრობების - 2018 წლის 25 ივლისი - 30 სექტემბერი.