მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიის ინიაციტივა - შენობა გამწვანების გარეშე ექსპლუატაციაში აღარ შევა

59523d56ac0c8
სალომე მეცხვარიშვილი
28.06.17 14:15
3333
თბილისის მერია ახალ ინიაციტივაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც შენობა გამწვანების გარეშე ექსპლუატაციაში არ შევა,- ამის შესახებ "საქმის კურსს" თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის იურისტმა ლიკა ჭაჭუკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ინიციატივა დამუშავების ეტაპზეა და მასში სხვადასხვა სამსახურია ჩართული, მათ შორის არქიტექტურისა და ზედახედველობის სამსახურები, რომელსაც უშუალოდ ევალება ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვის გაცემა. ლიკა ჭაჭუკაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია თქმა, როდის შეიძლება ინიციატივა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს.

"ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაივლიან შესაბამისი უწყებები ყველა დეტალს",- აცახდებს იურისტი.