04.დეკემბერი.2017 10:00
ეკონომიკა

მერიამ საპატრიარქოს 9 ეკლესიის მშენებლობისთვის მიწის 9 ნაკვეთი 9 ლარად გადასცა

მერიამ საპატრიარქოს 9 ეკლესიის მშენებლობისთვის მიწის 9 ნაკვეთი 9 ლარად გადასცა
2017 წლის 9 თვეში თბილისში 53 453 420 ლარის ღირებულების მიწა გაიყიდა.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოდან „ანალიტიკის“ მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში სააგენტომ სულ 477 802 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაასხვისა.

მისივე ცნობით, იანვარ-ოქტომბერში თბილისის მერიას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ გაუყიდია.

„ანალიტიკა“ ასევე დაინტერესდა - „არის თუ არა პრივატიზებულ მიწებს შორის სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გაყიდული მიწები“.

როგორც დედაქალაქის მერიიდან მოგვწერეს, მიმდინარე წლის ცხრა თვეში, 1-1 ლარად 18 დაინტერესებულ პირს 75 861 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ 18 ხელშეკრულებიდან 9 შემთხვევაში დაინტერესებული მხარე იყო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც თბილისში 9 მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართი 16, 073 კვ.მ-ია, სიმბოლურ ფასად 1-1 ლარად მიჰყიდეს, სავარაუდოდ, 9 ეკლესიის მშენებლობისთვის. მიწის ნაკვეთები გურამიშვილზე, თემქაზე, მუხიანსა და თბილისის სხვადასხვა უბნებში მდებარეობს.

მერიაში განმარტავენ, რომ როდესაც საპატრიარქო დაინტერესებულია კონკრეტული მიწის ნაკვეთით, ის მიმართავს თბილისის მერიას, შემდეგ საკითხს განიხილავენ რელიგიის კომისიასთან და დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, საკითხი თბილისის მთავრობის სხდომაზე გადის, ბოლო სიტყვას კი, საკრებულო ამბობს.

რაც შეეხება თბილისში 1 ლარად გასხვისებულ სხვა მიწებს, დანარჩენი მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, 1-1 ლარად გადაეცა ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს, ასევე ერთ-ერთ შპს-ს, რომელსაც საპრივატიზაციო პირობაში 17 ბინის მერიისთვის გადაცემა ჩაუდეს.

ცნობისთვის: ხაზინის ინფორმაციით, 2017 წლის ცხრა თვეში, სახელმწიფო ბიუჯეტში მიწის გაყიდვიდან შემოსულობამ შეადგინა, დაახლოებით, 3.5 მლნ ლარი, რაც გეგმას 340%-ით აღემატება. გარდა ამისა, ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტებში მიწის გასხვისებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 66 მლნ 277 ათასი ლარი. ჯამურად კი, მიწის გასხვისებიდან ნაერთ ბიუჯეტში სულ 69 მლნ 874 ათასი ლარი შევიდა.
ავტორი: თელარა გელანტია



19.თებერვალი.2019 14:40
10

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
141

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
116

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
171

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
180

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:59
240

"ერთია, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას"

ვრცლად