მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ და საკრებულომ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებთან სასამართლო დავა წააგეს

5c48529ad84ad
თამუნა დემეტრაშვილი
23.01.19 15:40
3001
თბილისის მერიამ და საკრებულომ ,,ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებთან მორიგი სასამართლო დავა წააგო.

სააპელაციომ სამართლიანად მიიჩნია, იმ 32 დაზარალებულის სარჩელი, რომელსაც შენობის დაწვის შემდეგ, 3-ათას ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია არ მისცეს.

მოსარჩელეები, მერიასა და საკრებულოს, კომპენსაციების უსამართლოდ გაცემაში ადანაშაულებდნენ.

,,რატომ არ გაიცა კომპენსაცია ამ ადამიანებზე, უწყებებმა დასაბუთებული პასუხი ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში გასცეს. ნაწილს, ფული არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაზარალებული, არსებითად ერთნაირ მდგომარეობაში იყო“, - განაცხადა Bm.ge-თან საუბრისას დაზარალებულების ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიასა და საკრებულოს 32 ადამიანზე, 3 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციის გაცემა დაევალათ, თუმცა უწყებებს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრების უფლება ისევ რჩებათ.