მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია სსიპებისა და აიპების აუდიტორულ შემოწმებას გეგმავს

5ba4ba72013f0
თამუნა დემეტრაშვილი
21.09.18 13:30
598
თბილისი მერია მის მიერ დაფუძნებული სსიპებისა და ა(ა)იპების აუდიტორულ შემოწმებას გეგმავს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტმა 4 ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიებმა უწყებების ბალანსები უნდა შეამოწმონ 2017 წლის მდგომარეობით, ასევე მოახდინონ მათი შედარება 2016 წლის აუდიტორულ დასკვნებთან. ჯამში, აუდიტორული მომსახურების შეძენაზე 4-ვე ტენდერის ფარგლებში 95 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება, სულ კი ჯამში 76 სსიპისა და ა(ა)იპის შემოწმებაა გათვალისწინებული.
როგორც bm.ge-ს მერიიდან აცნობეს, შემოწმება გეგმიურია და ის თვითმმართველობის კანონის შესაბამისად უნდა ჩატარდეს.