მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო კომპანიები მილიარდიანი ზარალით - სად არის რეფორმა?

BM.GE
04.04.22 13:25
514
საქართველოში 346 სახელმწიფო საწარმო ფუნქციონირებს, აქედან თითქმის ნახევარი ცენტრალური ხელისუფლების ნახევარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთრებაშია. სახელმწიფო კომპანიების უმრავლესობა წამგებიანია, შესაბამისად, ბიუჯეტიდან ფინანსდება. საქმე კი საკმაოდ დიდ თანხებს ეხება. 346 საწარმოდან სულ ცნობილია 142 საწარმოს ფინანსური მაჩვენებლები. მაგალითად 2020 წელს ამ საწარმოების ზარალმა მილიარდ ლარს გადააჭრბა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 630 მილიონი ლარით აღემატება. 

კომპანიებს შორის მსხვილი იყო “საქართველოს რკინიგზის” ზარალი, რამაც 165 მილიონი ლარი შეადგინა, ასევე “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ზარალი, რაც 205 მილიონ ლარს შეადგენდა. განსაკუთრებით დიდი - 383 მილიონი ლარი იყო შპს “მარაბდა კარწახის რკინიგზის” კომპანიის ზარალი. 156 მილიონი ლარით იზარალა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”. 84 მილიონით “საქართველოს მელიორაციამ” და ა.შ. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. 

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, 2020 წელს, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა სახელმწიფო საწარმოების ჯამური შემოსავალი დაახლოებით 300 მილიონი ლარით შეამცირა. აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიებში მთლიანობაში 56,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს საწარმოები სახელმწიფოსია, შრომის ანაზღაურების და თანამშრომლების აყვანის პოლიტიკა სრულიად გაუმჭვირვალეა.

სტუმარი: ზურაბ ლალაზაშვილი - BDO Georgia-ს მმართველი პარტნიორი