18.მარტი.2016 11:43
საზოგადოება

მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს

მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს
თბილისის მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟებისთვის კვლევას აწარმოებს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, კვლევის ეტაპი მიმდინარე წელს დასრულდება, მზის ენერგიის ასათვისებლად შესაბამისი სისიტემების მონტაჟი კი სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწება.
 
"კვლევა გვაჩვენებს, რომელ უბენბში იქნება ეფექტური ამ სისტემების გამოყენება. თავდაპირველად, საპილოტე პროექტის ფარგლებში, მზის პანელები რომელიმე საბავშვო ბაღის სახურავზე დამონტაჟდება. გარდა ამისა, ქალაქში რამდენიმე ადგილზე ღამის განათების სისტემები ჩაირთვება, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს", - განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მერიას ენერგოეფექტური სახუავების მონტაჟისთვის ინიციატივით მიმართა, თუმცა შესაბამისი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.
ავტორი: დავით ჯალაღონია



16.იანვარი.2019 17:20
249

“ხელოვნების ნიმუშები არ ცვდება” - რა წერია ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის აუდიტში

ვრცლად
16.იანვარი.2019 11:56
120

კალაძე თბილისის მთავრობას მადლობას უხდის და მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვს

ვრცლად
16.იანვარი.2019 11:42
81

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

ვრცლად
16.იანვარი.2019 11:05
500

„ენგურჰესზე“ ტურისტული ცენტრის გახსნა შესაძლოა, გადავადდეს

ვრცლად
15.იანვარი.2019 19:37
208

საპატრიარქო ხელისუფლებას ტაძრებთნ გარე ვაჭრობის მოსაწესრიგებლად ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

ვრცლად
15.იანვარი.2019 19:34
1735

პარტია განათლების ბაზარზე შედის - "გირჩი" სკოლის დასაფუძნებლად ემზადება

ვრცლად