თბილისის მერია როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა საპარკინგე ზონების მოსაწყობად კონკრეტულ ლოკაციებს დაასახელებს, რომელიც პროექტის განსახორციელებლად ბიზნესს გადაეცემა. როგორც BM.GE-სთან მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, თვის ბოლომდე უკვე დასახელდება ერთი ასეთი ლოკაცია, ხოლო მომდევნო 3 წლის განმავლობაში საპარკინგე ზონების რაოდენობა 8-მდე გაიზრდება.
"ეს არის ძირითადად მიწისქვეშა საპარკინგე ლოკაციები, თუმცა შეიძლება მიწისზედა პარკინგებიც განვიხილოთ. ეს არის მთლიანად კერძო სექტორისთვის განკუთვნილი პროექტი. ჩვენ ვაძლევთ მიწას კონკრეტული პროექტის განხორციელებისთვის და მერიის კონტრიბუცია არის მხოლოდ მიწის ნაკვეთი და კერძო სექტორისგან ველოდებით ჩართულობას", - აცხადებს ანდრია ბასილაია.