მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია სამშენებლო კომპანიებისთვის ერთიანი მეთოდოლოგიის შექმნაზე მუშაობს

5ba2068ead727
თათია ჩაფიჩაძე
19.09.18 12:28
816
თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მშენებლობის ნებართვის გაცემის შეჩერებების მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ ეს ერთის მხრივ შიდა სტრუქტურულ ცვლილებებს, მეორეს მხრივ კი სამშენებლო კომპანიებისთვის ერთიან მეთოდოლოგიაზე მუშაობას უკავშირდება. როგორც ტოგონიძემ განმარტა მერია დეველოპერულ ბიზნესს ახალი მოთხოვნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გენერალური გეგმის მიღებისთანავე შესთავაზებს.

„აუცილებელია დეველოპერებს სწორი მოლოდინები ჰქონდეთ თუ რა პერიოდი უნდა გათვალონ დაგეგმარებისთვის და ამას მათ მერია დეტალურად შესთავაზებს. ასევე ახალი და ძველი მოთხოვნები რომლის გადახედვა რაღაც ჭრილში ხდება, უნდა იყოს მაქსიმალურად მკაფიოდ წარდგენილი მათთვის რათა ყველა ერთიან მეთოდოლოგიაზე მუშაობდეს. მალე ჩვენ მივიღებთ გენ გეგმას და მასთან ერთად იქნება ეს საკანონდებლო ნაწილი თუ კონკრეტული მეთოდოლოგიები, შევძლებთ ამ ყველაფრის შეთავაზებას.“ - განაცხადა ტოგონიძემ.