მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია მშრალი ხიდის რეაბილიტაციას იწყებს - სად გადავლენ მოვაჭრეები?

5c920a3a1622b
თათია ჩაფიჩაძე
20.03.19 13:37
2046
თბილისის მერია მშრალი ხიდის რეაბილიტაციას იწყებს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მერს არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყება და რამდენი ხანი გაგრძელდება რეაბილიტაციის პროცესი;

თუმცა როგორც bm.ge-ის თბილისის მერიაში განუცხადეს, მშრალ ხიდზე მოვაჭრეებს რეაბილიტაციის დროს ტერიტორიის დატოვება არ მოუწევთ.

„ადგილზე მომუშავე ადამიანები ტერიტორიას არ დატოვებენ; რომელ მხარესაც არ იქნება საუშაო, იმ მხარეს იქნებიან, როცა იმ მხარის რეაბილიტაცია დაიწყება, მეორე მხარეს გადმოინაცვლებენ და გარკვეული პერიოდი, რეაბილიტაციის დასრულებამდე ამ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა“, - განმარტეს მერიაში.

ცნობისთვის: კახა კალაძის თქმით, საარბრიუკენის მოედნის, მშრალი ხიდის, „დედაენის“ და „9 მარტის“ ბაღების რეაბილიტაცია იწყება.

განსახორციელებლი პროექტების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს.