მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია გზების რეაბილიტაციისთვის დამატებით 20 მილიონ ლარს მიიღებს

5b45bafd67562
თამუნა დემეტრაშვილი
11.07.18 12:06
966
თბილისი მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაციისთვის დამატებით 20 მილიონ ლარს მიიღებს. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა. აღსანიშნავია, რომ მერია ერთი თვის წინ 30 მილიონის გამოყოფას ითხოვდა, თუმცა მთავრობამ მაშინ მხოლოდ 10 მილიონის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამჯერად კი ცვლილება შევიდა თავდაპირველ განკარგულებაში და მინიციპალიტეტის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ფული დედაქალაქის მერიას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყოფა.