მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად კომპანიებს შეღავათებს შესთავაზებს

5b2a00f10ba1c
სალომე მეცხვარიშვილი
20.06.18 11:22
921
მერია დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად კომპანიებს შეღავათებს შესთავაზებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, საუბარია მათი დღგ-სგან გათავისუფლებაზე, ასევე მათთვის კოეფიციტიენტების დამატებაზე.

"დავასრულეთ დაუსრულებელი მშენებლობების ინვენტარიზაცია. მთელი თბილისის მასშტაბით ამგვარი მშენებლობა არის 170-ზე მეტი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ქალაქისთვის. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მფლობელებს, რომ მათ დაასრულონ მშენებლობები. ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა. ცენტრალური ხელისუფლებისგან შესაძლებელია გარკვეული საგადასახადო შეღავათები დღგ-ს კუთხით. ჩვენ შეგვეძლება გარკვეული შეღავათები ფართების მომატების კუთხით განვიხილოთ. თითოეული ასეთი შემთხვევის დროს იქნება მოლაპარაკებები ინდივიდუალურად. იმისთვის, რომ მშენებლიბა გახდეს კომერციულად სიანტერესო, არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ გაგრძელდეს მშნებელობა არა პირველადი სამშენებლი ფართებით, არამედ მომატებული სამშენებლო ფართებით",- აცხადებს ელოშვილი.

მისივე თქმით, დავით ნარმანიას მსგავსი პროგრამისგან განსხვავებით, მერია გაჩერებულ მშენებლობებს გარანტიებსაც მოსთხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები