მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს

5c40122f58064
თელარა გელანტია
17.01.19 09:26
470

დედაქალაქის მერია დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მერის მოადგილემ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაზარალებული მოსახლეობის მიმართ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს.

„დედაქალაქის მერია ნებისმიერ დაზარალებულ ოჯახს მაქსიმალურ ყურადღებასა და დახმარებას აღმოუჩენს. არცერთი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩება. შესაბამისი საცხოვრისებითა და თავშესაფრით ყველა იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ჩაერთვება“, - განაცხადა ირაკლი ბედელიანმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.