მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერაია ქერის კონცერტი BLACK SEA ARENA-ზე 29 მაისს უნდა გაიმართოს - რატომ არ იყიდება ბილეთები?

5c8f7c738f240
თელარა გელანტია
18.03.19 15:06
2148
Check in Georgia-ის ფარგლებში, წელს BLACK SEA ARENA-ზე მერაია ქერის კონცერტი 29 მაისს უნდა გაიმართოს, მაგრამ ბილეთების გაყიდვა ჯერ დაწყებული არაა.

საქმე იმაშია, რომ ევროპული ტურის შესახებ https://www.mariahcarey.com/tour  -ზე გამოქვეყნებულ კალენდარში საქართველო ჯერ არ ჩანს, მაგრამ როგორც bm.ge-ის „ბრავ რექორდსის“ ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ განუცხადა, BLACK SEA ARENA-ზე მერაია ქერის კონცერტი ლონდონის (27 მაისი) და პარიზის (1 ივნისის) კონცერტებს შორის - 29 მაისს უნდა გაიმართოს.

დუბლინი, ლონდონი, პარიზი, ჰამბურგი, ფლორენცია, ბარსელონა, ამსტერდამი - ეს იმ ევროპული ქალაქების არასრული ჩამონათვალია, სადაც წელს არტისტი კონცერტებს გამართავს.

https://www.mariahcarey.com/tour  -ზე მერაია ქერის კონცერტისთვის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, მაგრამ კალენდარში საქართველო და შესაბამისად, BLACK SEA ARENA, ჯერჯერობით, არ ჩანს.

როგორც bm.ge-ის „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ განუცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ მერაია ქერის ტურის მენეჯერსა და BLACK SEA ARENA-ს შორის ხელშეკრულების გაფორმება და ავანსის გადარიცხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის ნოემბერში Check in Georgia-ს ფარგლებში, გამოცხადდა ტენდერი უცხოელი ვარსკვლავის ჩამოყვანაზე; ეკონომიკის სამინისტoრში სპეციალური კომისია იყო შექმნილი გამარჯვებული წინადადების გამოსავლენად და ამ კომისიის მიერ მოწონებულ იქნა და ტენდერშიც გაიმარჯვა „ბრავო რექორდსის" მიერ წარმოდგენილმა ვარსკვლავმა მერაია ქერიმ, საუკეთესო ფასით - 750,000 დოლარით; შეგახსენებთ, რომ მერაია ქერი 2 წლის წინ ავტორბოლის გახსნაზე ბაქოში იყო ჩასული და მისი ჰონორარი 1.5 მლნ დოლარს შეადგენდა. ჩვენმა ჯგუფმა ძალიან დიდი მუშაობა ჩაატარა და მოვახერხეთ საკითხის ბოლომდე მიყვანა, რომელიც შეეხებოდა კონტრაქტის ნიუანსებს და ტექნიკურ აღჭურვილობას. ჩვენი პარტნიორები უკვე ერთი თვეა ელოდებიან კონტრაქტზე ხელის მოწერას და ავანსის გადარიცხვას.

სამწუხაროდ, ამ ვითარებაში წარმოიშვა შემდეგი გარემოება: როგორც ცნობილი გახდა, BLACK SEA ARENA სამართავად ეკონომიკის სამინისტროდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა; გვეუბნებიან, რომ ახლა მიმდინარეობს გადაბარების პროცესი და გაურკვეველია, რამდენი ხანი დასჭირდება ამ პროცესს - ორივე სამინისტრო ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. ჩვენთვის გაუგებარია, ამ პროცესმა რატომ უნდა შეაფერხოს კონტრაქტზე ხელის მოწერა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან და რატომ შეიძლება ეს პროცესი ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს; თან იმ ფონზე, როცა Check in Georgia-ს ფარგლებში სხვა მსხვილი ღონისძიება არცაა დაგეგმილი“, - აცხადებს ზაზა შენგელია.

მისივე თქმით, თუ საბოლოოდ, კონტრაქტი ვერ გაფორმდა, ეს იქნება ძალიან ცუდი როგორც - „ბრავo რექორდსის“, ისე საქართველოს იმიჯისთვის.

„ამ ბიზნესში ყველაფერი ნდობასა და რეპუტაციაზეა აგებuლი და ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება გვაქვს. მსგავსი ფაქტი, ჩვენს რეპუტაციას ძალიან დააზიანებს“, - აღნიშნავს შენგელია.

Bm.ge ეკონომიკის სამინისტროსგან განმარტებებს ელოდება და გიორგი ქობულიას უწყების პიზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში აცხადებდა, რომ Black Sea Arena-სა და Check in Georgia-ს გეგმები 2 კვირაში გახდებოდა ცნობილი, მაგრამ ამ დრომდე Check in Georgia-ს კალენდარი ცნობილი არააა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი, Check in Georgia-სთვის 20 მლნ ლარია განსაზღვრული.