15.თებერვალი.2016 13:33
საზოგადოება

მერაბ შარაბიძე: ხეების გადარგვა ციხისძირისთვის კარგი რეკლამა იქნება

მერაბ შარაბიძე: ხეების გადარგვა ციხისძირისთვის კარგი რეკლამა იქნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2015 წლის 31 დეკემბრის N431 ბრძანებით, სოფელ ციხისძირიდან სამი მრავალწლოვანი ხე-მცენარის ახალ პარკში გადატანის პროცესი დაიწყო. შეუქმნის თუ არა სოფლის ეკოლოგიას საფრთხეს ტიტას ხის და ჭაობის ორი კიპარისის გადატანა, - აღნიშნულ საკითხზე "მწვანეთა პარტიის" საერთაშორისო მდივანი, მერაბ შარაბიძე "საქმიან დილასთან" საუბრისას აცხადებს, რომ საკითხმა პოლიტიკური სახე მიიღო და ეკოლოგიურ ნორმებს გასცდა. შარაბიძემ ციხისძირის მოსახლეობას მიმართა, რომ ხეების გადარგვა მათი სოფლისთვის ერთგვარი რეკლამაც იქნება.
 
"რაც დღეს ციხისძირში ხდება ეს არ არის გარემოს დაცვითი პრობლემა, ყოველგვარ საზღვარს სცდება, ეს პოლიტიკურ ჭრილში გადაიზარდა და მიკვირს, რომ ამდენი ხანი შემორჩა სასაუბროდ ტელევიზიებს ეს თემა. პოლიტიკამ ეკოლოგიური მიმართულება გადაფარა. ხეების გადანერგვა არანაირ რისკებს არ შეიცავს. უპირველესად, სულ მცირე რაოდენობაზეა საუბარი, მეორე ის, რომ აქ არ ხდება ხეების მოჭრა, არამედ უნდა გადაიტანონ, თან ძალიან კარგი საქმისთვის. ეს ყველაფერი ყოფილმა პრემიერმა უკვე განმარტა, რომ იქ ახალი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ პარკი შენდება, რომელიც ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იქნება მთელს შავიზღვისპირეთში. ტურისტებს საშუალება ექნებათ, როგორც კონცერტებით დატკბნენ, ასევე ისიამოვნონ ჩვენი ბუნებით, ხეებით. ეს ძალიან კარგი ექსპერიმენტი იქნება, რადგან მომავალში გვეცოდინება, რომ თუ საჭირო გახდება ხეები კი არ მოვჭრათ არამედ გადავრგოთ.

ეს მსოფლიოში საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა და ამას სპეციალური ტექნიკა ჭირდება. ჩვენ მსგავსი შემთხვეების თითზე ჩამოსათვლელი მაგალითები გვაქვს. ტიტას ხე და ჭაობის კიპარისი არ არის უნიკალური ჯიშის ხეები. წითელ წიგნში კი არა ეს ორივე ხე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მერქნული ღირებულებისაა. ერთი მოზრდილი ნერგი 30 დოლარი ღირს. პარკისთვის ამის გადატანა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ეს ადგილობრივი სახეობა არ არის, შემოტანილია და შესახედავად არის ლამაზი და პარკს დაამშვენებს. მათ მერქნული ღირებულება არ აქვთ. ვიზუალურად კარგი შესახედი ხეებია და სწორედ დეკორატიული მიზნებით გადაწყდა მათი გადატანა.

ეს უნდა ჩავთვალოთ, როგორც კარგი ექსპერიმენტი. მაგრამ პარკის გაშენებისთვის ერთი და იგივე ადგილიდან არ აიღება დიდი რაოდენობით ხე. ევროპაში პარკებში ყველა ხეს თუ მცენარეს წარწერა აქვს საიდან არის ჩამოტანილი, როგორ და ა.შ. ციხისძირის მკვიდრებს მივმართავ, რომ ეს მათი სოფლისათვის კარგი რეკლამა იქნება, რადგან ალბათ ამ ხეებს დაეწერება, რომ ისინი სოფელ ციხისძირიდან არის აღებული. თან, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ ხეებს სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტს დავრგავო", -განაცხადა მერაბ შარაბიძემ.



21.მაისი.2018 20:30
213

ტურისტი: შემწეობის მაძიებელი ადამიანები ხანდახან გადაადგილების საშუალებას არ მაძლევენ

ვრცლად
21.მაისი.2018 17:11
43

თბილისი საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა" უმასპინძლებს

ვრცლად
21.მაისი.2018 16:34
112

ტურისტული პატრულების ამოქმედებისთვის 100 ათას ლარამდე დაიხარჯა

ვრცლად
21.მაისი.2018 16:18
289

მერია თბილისის განათების სისტემის ენერგოეფექტური სანათებით ჩანაცვლებაზე მუშაობს

ვრცლად
21.მაისი.2018 15:36
312

პოლიციის აკადემიაში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები უქმდება

ვრცლად
21.მაისი.2018 15:18
26

ბრიტანეთში ღონისძიება "საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და უორდროპების მემკვიდრეობა“ გაიმართა

ვრცლად