21.იანვარი.2016 18:02
ეკონომიკა

მერაბ კაკულია: საქართველოს ეკონომიკას სერიოზული სტრუქტურული რეფორმები სჭირდება

მერაბ კაკულია: საქართველოს ეკონომიკას სერიოზული სტრუქტურული რეფორმები სჭირდება
"საქართველოს ეკონომიკას სერიოზული სტრუქტურული რეფორმები სჭირდება", - აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მერაბ კაკულიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. კაკულიას თქმით, დღეს ლარის კურსზე გავლენას გარე ფაქტორები ახდენს, - მაგალითად მას აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისიც მოჰყავს. როგორც კაკულია განმარტავს, დღეს ქვეყნის შიდა ფაქტორებიდან ლარის გაცვლით კურსზე გავლენა მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა სტრუქტურულ რეფორმებს საჭიროებს.
 
"შიდა ფაქტორების გავლენა ამჯერად ლარის გაცვლით კურსზე მნიშვნელოვანი არ არის. ეს ყველაფერი ძირითადად გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით ხდება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ შესაძლოა შიდა პროცესებმა, ეკონომიკურმა ვითარებამ გარკვეული როლი შეასრულოს, თუ არ იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული სტრუქტურული რეფორმები სჭირდება, პირველ რიგში, ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით, იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ამ მიმართულებით, ხელისუფლება თითქოს რაღაც ნაბიჯებს დგამს, ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები გააქტიურდება, რადგან პრემიერის ბოლო დროინდელი გამოსვლები ამას ადასტურებს. კერძოდ, საუბარია ბიზნეს კლიმატის მნიშვნელოვან გაუჯობესებაზე, მისი ფისკალური კომპონენტი მაქვს მხედველობაში. საუბარია საქართველოს განვითარების კორპორაციის შექმნაზე, რომელმაც ფინანსებთან წვდომის საკითხი მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს. ასევე საუბარია მთელ რიგ საინვესტიციო პროექტებზე, რომლეთაც საქართველოს კონკურენტული პოტენციალი შეიძლება გააძლიერონ. ასე, რომ ეს ყველაფერი მთლიანიობაში თუ გაკეთდა, შიდა ფაქტორების გავლენა ლარის და ზოგადად საქართველოს განვითარებულ პროცესებზე მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს. მე საპარტნიორო ფონდის კონსულტანტი ვარ და აქედან გამომდინარე, მონაწილეობას ვღებულობ იმ პროცესებში, რომელიც იქ მიმდინარეობს. კერძოდ, საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. კანონპროექტზე საქართველოს განვითარების კორპორაციის შესახებ მუშაობა სრულდება და მალე პარლამენტს წარედგინება", - ამბობს კაკულია.



26.სექტემბერი.2018 09:00
59

წლის ბოლომდე მთავრობას 4.5 მლრდ ლარი აქვს დასახარჯი

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 20:50
221

EBRD ხელედულა ჰესის მშენებლობას დააფინანსებს

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 18:20
390

საქართველოში გზების მშენებლობის ერთიანი სტანდარტი ამოქმედდება

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 17:32
68

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობა იზრდება

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 16:30
461

ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, ჩაიშლება

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 15:50
96

„ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის"

ვრცლად