მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერაბ ბოლქვაძე: შემოვლითი რკინიგზის ვერსია სამარცხვინო პროექტია

5b4debcf33114
მეგი კავთუაშვილი
17.07.18 17:14
1928
თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორის მერაბ ბოლქვაძის თქმით, თბილისის ზღვაზე გამავალი რკინიგზის პროექტი სამარცხვინოა და მისი განხორციელება ქალაქისთვის წამგებიანი იქნება. ბოლქვაძის ინფორმაციით „საქართველოს რკინიგზა“ რამდენიმე ალტერნატიულ პროექტზე მუშაობს. ახალი პროექტის დამტკიცებამდე კი ქალაქში არსებული რკინიგზის დერეფანი შენარჩუნდება.

„შემოვლითი რკინიგზის ვერსია, რომელიც ზღვაზე გადიოდა და იქ ნაკვეთებიც გამოათავისუფლეს, ზოგი გამოისყიდეს, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის თვალსაზრისით არის სამარცხვინო პროექტი. ის თავისი ნიშნულებით, თავისი რადიუსებით, საერთოდ იმ არეალში, სადაც ის გატარდა ყველანაირად არის წამგებიანი ქვეყნისთვის. ის თბილისის ზღვის მოპირდაპირე ტერიტორიების ქალაქგეგმარებით ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს, აუფასურებს. პლიუს გადის ისეთ ნიშნულებზე სადაც საჭიროა 2-2 ელ.მავალი, ექსპლუატაციის ხარჯები 12 მილიონს აჭარბებს. თუ ტვირთბრუნვამ მოიმატა, კიდევ უფრო გაიზრდება. ის პროექტი, რომელიც რკინიგზის გადატანის ამ სახით არსებობდა, ჩვენი აზრით, არ არის განსახორციელებელი. ახლა რკინიგზა მუშაობს ალტერნატიულ ვარიანტებზე. საერთოდ რკინიგზის საკითხი მხოლოდ თბილისის გადასაწყვეტი არ არის. ალბათ საზოგადოეის მსჯეობა იქნება ალტერნატიულ ვარიანტებზე. ვიდრე ეს გადაწყდება ქალაქში არსებული რკინიგზის კორიდორი შენარჩუნებულია გენერალური გეგმით“ - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ „საქმის კურსის“ ეთერში.