მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მექსიკა ჰაერის დაბინძურებას "მწვანე გზის" გაშენებით ებრძვის

5bcb9df545063
ნინი თურქია
21.10.18 12:37
1234
მექსიკა ჰაერის დაბინძურებას „მწვანე გზის“ გაშენებით ებრძვის.

პროექტი ფერდინანდ ორტიზ მონასტერიოს ეკუთვნის და იგი ვერტიკალური ბაღების 60 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებას გულისხმობს.

მისი მიზანია, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება და მწვანე საფარის სიმწირის დაბალანსება.

პროექტი 80 000 ხელმოწერის შედეგად დამტკიცდა.

„მწვანე გზა“ ესტაკადების 1000 სვეტზე მწვანე საფარის განთავსებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს 2500 ადამიანის ჟანგბადით მომარაგებას, 27 000 ტონა გამონაბოლქვის გაფილტვრას, 500 კგ მტკვრის შთანთქმას და ჰაერში არსებული 10 000 კგ მძიმე მეტალის გადამუშავებას.

მცენარეების განსათავსებელი ე.წ. „ჯიბეები“ გადამუშავებული პლასტმასისგან იყო დამზადებული.

პროექტის განხორციელებას კრიტიკაც ახლდა თან, რისი მიზეზიც მისთვის გამოყოფილი თანხები გახდა. კერძოდ, ხის დარგვა „სვეტების შეფუთვაზე“ ბევრად ნაკლები ჯდება.