მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Menu Group-მა მოიზიდა $3 მილიონი ინვესტიცია რეგიონალური განვითარების ასაჩქარებლად

59e8424d2224a
BM.GE
19.10.17 10:12
1708
Menu Group UK Ltd-მა დღეს გაასაჯაროვა ინფორმაცია $3 მლნ ინვესტიციის მიღების შესახებ. თანხა მიმართული იქნება კომპანიის რეგიონალური გაფართოებისათვის.
კომპანიის მთავარ ინვესტორებს შორის არიან: ამერიკული ფონდი Perea Capital Partners, Hayastan 1 და SOLventures. SOLventures-ის ერთ-ერთი მმართველი გახლავთ ლევონ ოგანესიანი - Delivery Club-ის დამფუძნებელი, რომელიც Mail.ru Group-მა 2016 წელს 100 მლნ დოლარად შეიძინა.

დღეისათვის Menu Group UK Ltd რესტორნებიდან საკვების მიტანის ლიდერია სომხეთში, საქართველოსა და ბელორუსიაში. 5 წლიანი მოღვაწეობის შედეგად კომპანიის წლიური შეკვეთების რაოდენობა 1 მილიონს აღემატება. ამ დროისთვის კომპანიას შეკვეთების რაოდენობის მიხედვით ყოფილ დსთ-ს ქვეყნებს შორის მეორე ადგილი უჭირავს. 2017 წლის მონაცემებით კომპანიის მოგება 3 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

აქამდე კომპანიამ აიღო 2 მლნ ოდენობის კონვერტირებადი სესხი კერძო ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდი Granatus Ventures-ისგან. 2017 წლის აგვისტოს კი კომპანიამ წარმატებით შეისყიდა საქართველოში თავისი უახლოესი კონკურენტი Food Panda Georgia, რომელიც ეკუთვნის გლობალური დონის მოთამაშეს Delivery Hero-ს. ამ შესყიდვამ კიდევ უფრო გაამყარა კომპანიის პოზიციები ქართულ ბაზარზე.

Menu Group გეგმავს გამოიყენოს მოზიდული ფინანსები IT-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კლიენტებთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ხარისხის ამაღლებაზე, ასევე მარკეტინგული აქტიურობის გაძლიერებაზე. კომპანია აპირებს ოპერაციების გაფართოვებას და მაღალშემოსავლიანი კაპიტალის შეთავაზებას ახალი ბაზრებისთვის.

„2012 წელს ჩვენმა გუნდმა შექმნა მზა საჭმლის მიტანის სერვისი სომხეთში - Menu.am. ეს შთაგონებული იყო რუსული პროექტით Delivery Club - ამბობს Menu Group-ის დამფუძნებელი, ვაჰან კერობიანი- დღეს ჩვენ ვაშენებთ გლობალურ კომპანიას. ეს ინვესტიცია მოგვცემს შესაძლებლობას ავაჩქაროთ ჩვენი ზრდის ტემპი, გავიდეთ მართვისა და ცოდნის ახალ დონეებზე, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას ვიყოთ უფრო მცოდნეები და სწრაფები, რაც თავის მხრივ დაგვეხმარება ვიზრუნოთ ჩვენს კლიენტებზე, პარტნიორ რესტორნებზე, თავგადადებულ კურიერებსა და ყველა სხვა თანამშრომელზე, ვინც ორიენტირებულია მაღალი დონის სერვისის შექმნაზე. მე ვამაყობ რომ ჩვენს გუნდს შეუერთდნენ განსაკუთრებული ინვესტორები, რომლებიც იზიარებენ იმ ღირებულებებს, რასაც კომპანიის დამფუძნებლები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ შევქმნათ ისტორია და მივუტანოთ ბედნიერება მილიონ ადამიანს.“

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვეძლება ვითანამშრომლოთ Menu Group-თან ვაჰან კერობიანის ხელმძღვანელობით, რადგან კომპანია გადადის სრულიად ახალ დონეზე და აფართოვებს თავის ფუნქციონალურ შესაძლებლობებს არსებული კლიენტებისთვის და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის რეალობაში მოჰყავს თავის შესაძლებლობები“. - განაცხადა აიზეკ შვარცმა.

„ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ იმ შედეგებით, რომელსაც მიაღწია Menu Group-მა სომხეთის, საქართველოსა და ბელორუსიის ბაზრებზე. მოზიდული ინვესტიციები დაეხმარება კომპანიას არამარტო გაამყაროს პოზიციები არსებულ ბაზრებზე, არამედ გააფართოვოს კომპანიის გეოგრაფია“- ასეთი კომენტარი გააკეთა ლევონ ოგანესიანმა SOLventures-იდან.

Perea Capital Partners - საინვეტიციო კომპანია, რომელიც მოქმედებს ჰიუსტონსა და ნიუ-იორკში და მას ხელმძღვანელობს ომარ მუსა.

Hayastan 1 - საინვესტიციო ამხანაგობა, რომელსაც მართავს აიზეკ შვარცი. თავად აიზეკ შვარცი გახლავთ კომპანია Robotti & Company Advisors (ნიუ-იორკი) გლობალური პორტფელის მმართველი.

SOLventures - ვენჩორული ფონდი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს დაწყებითი ეტაპის პერსპექტიულ IT და E-Commerce პროექტებში.
Granatus Ventures - სომხური ვენჩურული კომპანია, რომელსაც მართავს მანუკ ერგნიანი.