მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მენაშენეთა ასოციაცია: ლისის ტბის ტერიტორიის საკითხები გაურკვეველია

5b2df48051291
სალომე მეცხვარიშვილი
23.06.18 14:00
923
მენაშენეთა ასოციაციას თბილისის მერიასთან შენიშვნები აქვს. როგორც bm.ge-ს ასოცაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა განუცხადა, კომპანიებისთვის გაურკვეველია, თბილისის ზოგიერთ ტერიტორიაზე განაშენიანების საკითხები. მისი განმარტებით, მაგალითად ლისის ტბის მიმდებარედ კომპანიებს მიწა აქვთ ნაყიდი, თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება როგორ შეძლებენ ისინი ამ ტერიტორიის განაშენიანებას.

„ახლაც შემოსულია 30-ზე მეტი ორგანიზაციის ხელმოწერილი განცხადება შექმნილ პრობლემებზე. ასოციაციამ ყველა ორგანიზაციისგან მეტი ინფორმაცია გამოითხოვა. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის საკითხებია გაურკვეველი. ვადა არ არის ნათქვამი, როდის შეიძლება იქ პროექტების განხილვაზე ვისაუბროთ. რაღაც ადგილებია, სადაც პრობლემებია და ადგილებია, სადაც დაუდგენელი პრობლემებია საერთოდ“,- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.