მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეგრული თხილი": "საქართველოში მაღალხარისხიანი თხილის დეფიციტია"

5c1436e6ea02f
მაია ბიწაძე
15.12.18 17:30
2532
კომპანია ,,მეგრული თხილი“ წელს დაგეგმილი 1000-1500 ტონის ნაცვლად, 400 ტონამდე თხილის შესყიდვას ვარაუდობს, საიდანაც 200 ტონა უკვე იყიდა.

ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა მამუკა დვალიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, კომპანია მხოლოდ მაღალ ხარისხიან თხილს იბარებს, რომლის ყიდვაც წელს მხოლოდ კახეთში იყო შესაძლებელი, რადგან დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი ფაროსანამ და სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.

მაღალხარისხიან კილოგრამ თხილში კომპანია საშალოდ 6 ლარს იხდის.

შესყიდულ პროდუქციას ,,მეგრული თხილი“ კუთვნილ საწარმოში ამუშავებს და ექსპორტზე ევროპაში გააქვს.

,,ამჟამადაც კახეთში ვიმყოფებით და თხილის შესყიდვით ვართ დაკავებული. იმის გამო, რომ კახეთში მოსახლეობას თხილის საშრობი და შესანახი მეურნეობები არ აქვთ, ხარისხის შენარჩუნება უჭირთ; არადა კახეთში საკმაოდ მომრავლებულია თხილის ბაღები. ვვარაუდობთ, რომ აქ კიდევ 200 ტონა თხილის შესყიდვას მოვახერხებთ, რადგან ჩვენ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე ვართ ორიენტირებული, რომელიც შემდეგ ევროპაში გაგვაქვს“, - განუცხადა Bm.ge-ის მამუკა დვალიძემ.

შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო შპს ,,მეგრული თხილი“ სამეგრელოში, სოფელ დარჩელში წელს შეიქმნა. კომპანია თხილს ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. მომავალ წელს მეორე საწარმოს გაკეთებასაც გეგმავენ, რომელსაც ისევ სამეგრელოში, ან კახეთში განათავსებენ.
შპს "მეგრული თხილი“ "ერთიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 862,440 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 16 ადამიანს ასაქმებს.