21.მარტი.2016 15:10
ბიზნესი

მეგობრისგან ნასესხები 400 ლარით დაწყებული ბიზნესი - 23 წლის მეღვინის პროდუქცია გერმანიაში გაიყიდება

მეგობრისგან ნასესხები 400 ლარით დაწყებული ბიზნესი - 23 წლის მეღვინის პროდუქცია გერმანიაში გაიყიდება
23 წლის ბექა ასლანიშვილი მეღვინეობით პირველად 18 წლის ასაკში დაინტერესდა. მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში მოყანილი ჩინური დღეს უკვე ექსპორტზე გადის. ახალგაზრდა მეწარმეს ღვინით "Nebi" გერმანული კომპანია დაინტერესდა და 200 ბოთლიანი პარტია უახლოეს პერიოდში გერმანიაში გაიყიდება.
 
"მას შემდეგ რაც მეღვინეობის საკითხით დავინტერესდი, სადაც არ უნდა ვიყო ჩემი გონება იქითაა. თავიდან ოჯახის წევრებს ეს უბრალო გატაცება ეგონათ.

პირველი ხელფასი, რომელიც სტუდენტური საზაფხულო დასაქმებით ავიღე 400 ლარს შეადგენდა, სწორედ ამ თანხით გადავწვიტე ქვევრები მეყიდა. მხოლოდ ორი ქვევრი მომივიდა, ახლა კი უკვე 4 ქვევრი მაქვს", - ამბობს ბექა ასლანიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. თუმცა პირველ წელს ახალგაზრდა მეღვინის საქმიანობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

"პირველ წელს ღვინო გამიფუჭდა, რადგან რეალურად კეთება არ ვიცოდი, თუმცა მეორე წელს მართლა კარგი ღვინო გამოვიდა. როდესაც ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა გადავწყვიტე, მაშინ აღარც სამსახური და აღარც ხელფასი მქონდა. ამიტომ მეგობრისგან 400 ლარი ვისესხე, ამ თანხით ბოთლები და საცობები ვიყიდე და ეტიკეტები შევუკვეთე. ვალი მალევე გავისტუმრე, რადგან პროდუქცია მარტივად გაიყიდა", - ამბობს ბექა ასლანიშვილი. წელს პროდუქციის რაოდენობა გაიზარდა და მან 500 ბოთლს მიაღწია. როდესაც ბექამ გერმანიიდან შეკვეთა მიიღო, მხოლოდ 185 ბოთლი ჰქონდა დარჩენილი, საჭირო რაოდენობის შესავსებად კი 15 ბოთლი მაღაზიებიდან უკან გამოიწვია.

"ძალიან დიდი სტიმული მომცა იაგო ბიტარიშვილმა, როდესაც ვხედავდი როგორ აკეთებდა ყველაფერს თავის ხელით ძალიან მომეწონა. მანამდე მსგავსი არაფერი მიკეთებია. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, სოფელში ჩასვლაც კი არ მიყვარდა, დღეს კი პირიქით თბილისში მიწევს იშვიათად ჩამოსვლა".

სამომავლოდ ბექა ასლანიშვილი პროდუქციის რაოდენობის გაზრდას გეგმავს, ამბობს რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიყვება. წარმატების მიღწევის მიზეზებად კი შემდეგს ასახელებს:

"ბევრი მხოლოდ იმიტომ დანებდებოდა, რომ მარტო ქვევრის ფული ჰქონდა; ბევრი იმიტომ, რომ პირველ წელს მთლაინად გაუფჭდა ის ღვინო, რომლის ყურძენიც ვალით ჰქონდა ნაყიდი.

როდესაც გულით გსურს რაიმეს გაკეთება, ბოლომდე უნდა მიჰყვე და აუცილებლად გამოვა. რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი დამეხმარა, მათ შორის იაგო ბიტარიშვილისგან ვისწავლე საკმაოდ ბევრი რამ", - ამბობს ბექა ასლანიშვილი.
ავტორი: ნინო კვინტრაძე



18.მარტი.2019 12:26
1337

"ჯიგრები" - რა მომსახურებას სთავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს

ვრცლად
07.მარტი.2019 13:30
310

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

ვრცლად
06.მარტი.2019 17:20
960

აშშ-ში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

ვრცლად
06.მარტი.2019 12:24
311

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ვრცლად
06.მარტი.2019 10:25
616

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

ვრცლად
02.მარტი.2019 13:20
378

რომელ პროექტებზე იქნება დაშვებული კ2 კოეფიციენტის მატება?

ვრცლად