მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტების ჭარბად დანიშვნისთვის სამინისტროსთვის არცერთ მოქალაქეს არ მიუმართავს

5bcf012da26cb
თამუნა დემეტრაშვილი
23.10.18 15:07
761
მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის შემთხვევების შესამოწმებლად ჯანდაცვის სამინისტროს პოლიფარმაციის შემსწავლელი ჯგუფისთვის არავის მიუმართავს.

ჯგუფის კლინიკური ფარმაკოლოგის ლუიზა გაბუნიას ინფორმაიით, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შესაძლებლობის შესახებ გავრცელებული იყო, მომართვიანობა არ არის.

"ეს მოქალაქის ნებაა, მას თუ გაუჩნდება რაიმე ეჭვი ექიმის დანიშნულებასთან დაკავშირებით, შეუძლია მოგვმართოს და პოლიფარმაციის შემსწავლელი ჯგუფის ფარმაკოლოგის მიერ გადამოწმდება ექიმის დანიშნულება“, - განაცხადა bm.ge-სთან საუბრისას ლუიზა გაბუნიამ. მისი თქმით, კამპანიის დაწყებამდე ჯგუფმა, ელექტრონული რეცეპტის სისტემიდან მიღებული მონაცემების ანალიზი გააკეთა და 15%-ის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიფრამაციას (მეტიკამენტების ჭარბი რაოდენობის დანიშვნა).

"ბოლო შიდა კვლევის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 11%-მდეა შემცირებული. კამპანიის შესახებ საქმის კურსში იქნა ჩაყენებული როგორ მოქალაქეები, ისე სამედიცინო საზოგადოებაც და ვფიქრობთ, რომ ის კარგი მოტივატორი აღმოჩნდა. ჩვენი ანალიზით, ჭარბი ოდენობის მედიკამენტების დანიშვნის შემთხვევები შემცირებულია", - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 16 ივლისიდან მოქალაქეებს საშუალება მიეცათ გადაამოწმონ ექიმის დანიშნულება, თუკი 5 და მეტი მედიკამენტი ექნება გამოწერილი. მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეუძლებათ, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალში დანიშნულების წარდგენით, ისე ელექტრონულად, ელექტრონული რეცეპტების სისტემაში პაციენტის გვერდიდან.