19.თებერვალი.2016 18:08
ბიზნესი

მეაბრეშუმეობის განსავითარებლად, სახელმწიფოს უზბეკეთიდან შემოტანილი 100 000 თუთის ნერგი აჩუქეს

მეაბრეშუმეობის განსავითარებლად, სახელმწიფოს უზბეკეთიდან შემოტანილი 100 000 თუთის ნერგი აჩუქეს
საქართველოში მეაბრეშუმეობის განსავითარებლად, კომპანიამ "ასკანელი ძმები" და უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა საქართველოს ხელისუფლებას უზბეკეთიდან შემოტანილი 100 000 თუთის ნერგი საჩუქრად გადასცეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია "ასკანელი ძმების“ დამფუძნებლის, ჯიმშერ ჩხაიძის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
 
პრემიერ–მინისტრმა ჯიმშერ ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა „ასკანელი ძმების“ მიერ განხორციელებული საინტერესო პროექტებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ამ წარმატებული თანამშრომლობით, ქართული მეაბრეშუმეობა გადარჩება და განვითარდება.

"ერთი წლის წინ ეკონომიკის სამინისტრომ შექმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, სადაც მოვიწვიეთ უცხოეთში მოღვაწე ქართველები. ნუგზარ კაჩუხაშვილს, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და არის წარმატებული ბიზნესმენი, ვთხოვეთ შეექმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიებზე იმუშავებდა. მისი მეშვეობით შეიქმნა საქართველოში მეაბრეშუმეობის აღორძინების კონცეფცია. ჩვენ მოვუწოდეთ ქართველ ბიზნესმენებს, დაგვხმარებოდნენ კონცეფციის განხორციელებაში. ძალიან სასიხარულოა, რომ წამოწყებას გამოეხმაურა „ასკანელების ჯგუფის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე, რომელმაც სხვა ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის უზბეკეთიდან, შემოიტანა 100 000 თუთის ნერგი და აჩუქა სახელმწიფოს,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრემიერ–მინისტრმა მოუწოდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ორგანიზებულად დაურიგონ ნერგები მცირე მეწარმეებს და მიაწოდონ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია. მისივე თქმით, მეაბრეშუმეობა არის წვრილ მეურნეობებზე დაფუძნებული მოდელი, რომლის აღორძინებაც წვრილი წარმოების განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.

მეაბრეშუმეობის განვითარების მნიშვნელობა ასევე შეაფასა კომპანია „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ.

"ამ ნერგების დარიგებით მეაბრეშუმეობის განვითარებას შეეწყობა ხელი. ეს ზოგადად მოსახლეობის დასაქმების და მეაბრეშუმეობის გადარჩენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიხარია, რომ სახელმწიფო ამ პროცესში ძალიან მონდომებულია, საინტერესო პროექტების განვითარებას უწყობს ხელს და აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია არსებულ ვითარებაში,“–აღნიშნა ჯიმშერ ჩხაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.



16.თებერვალი.2019 11:20
1722

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
124

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2209

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
113

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
964

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
839

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად