მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

5c3ee0ea77892
BM.GE
16.01.19 11:42
2732
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა.

მცხეთის მერის გიორგი კაპანაძის თქმით, ის გუშინ ესაუბრა საპატრიარქოს წარმომადგენლებს ტელეფონით და მიიღო დაპირება, რომ დღეს გაიხსნებოდა მონასტერი.

მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

კერძოდ საპატრიარქოს პოზიციით, გარემოვაჭრეების ქმედება მოუწესრიგებელი იყო და არღვევდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგს.

„ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

წყარო: IPN