07.დეკემბერი.2018 14:44
ეკონომიკა, ტექნოლოგია

მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 7-8-ჯერ შეუმცირდებათ

მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 7-8-ჯერ შეუმცირდებათ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი რეგულაციები მიიღო, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ფასი 7-8-ჯერ შეუმცირებს.

“კომისიის მირ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და ის საბოლოო ჯამში, მომხმარებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი ხარისხის ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს ზუსტად ისეთი მომსახურება მიაწოდონ, როგორსაც დღეს მათ დიდი ინტერნეტ ოპერატორები აწვდიან, რაც ბაზარზე მაღალი კონკურენციის შექმნის წინაპირობაა და ხელს შეუწყობს, როგორც არსებული მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებას, ისე ახალი ოპერატორების გაჩენას.

აღსანიშნავია, რომ დიდ ოპერატორებს, რომლებსაც ძვირადღირებული ოპტიკური ქსელი აქვთ, უჩნდებათ ვალდებულება საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორებს მისცენ დაშვება, რის შედეგადაც პატარა ოპერატორები შეძლებენ თბილისში ნაყიდი გლობალური ინტერნეტი რეგიონში გაყიდონ.

კომისიის მიერ მიღებული რეგულაციები უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის, რომლებიც უკვე ოპერირებენ რეგიონებში, საბითუმო ხარჯის შემცირებას, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას მომხმარებლებს უფრო ხელმისაწვდომი და უკეთესი პირობები შესთავაზონ. ხოლო მეორე მხრივ, ამავე ოპერატორებს ეძლევათ შესაძლებლობა შევიდნენ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც დღეს მხოლოდ ერთი დიდი ოპერატორია. ყოველივე ეს ჩვენს მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას არჩევანი რამდენიმე მომწოდებელს შორის, მისთვის უკეთესი პირობების გათვალისწინებით გააკეთოს.

ამასთან, დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე დაშვება უზრუნველყოფილი იქნება დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებით. ეს ვალდებულებაც სწორედ ბაზარზე მონოპოლიების არარსებობასა და კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხარჯზე ორიენტირებული ტარიფები „Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o.“-ის სლოვაკეთის ოფისთან ერთად დაადგინა. შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი საბითუმო ბაზარზე ყველა ოპერატორისთვის ერთნაირი იქნება, რაც ბაზარზე კონკურენციის გაზრდის უდიდესი შესაძლებლობაა“, - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ავტორი: თელარა გელანტია



18.თებერვალი.2019 23:14
145

კომპანია “ევექსი” სტომატოლოგიურ ბიზნესში შევიდა

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:00
214

"ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი გახდება"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:41
714

ნიკოლოზ გამყრელიძე: “ცოტა ხანში მივიღებთ ორ „ევექსს”

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:20
276

GDI “თიბისი ბანკის“ საქმეზე: ხელისუფლებასთან ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:00
296

ქუთაისში სამაგიდო თამაშების პირველი Game Club გაიხსნა

ვრცლად
18.თებერვალი.2019 21:28
390

„სახელმწიფო სესხის პორტფელის მაქსიმუმ 10%-ში შევა გარანტიაში“

ვრცლად