მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მცირე და საშუალო ბიზნესში ჩადებული ფული გადაყრილია"

5b080d50aeda4
მაია ბიწაძე
25.05.18 18:00
2750
„თუ არ შევცვლით ეკონომიკურ პოლიტიკას ხუთ წელში საქართველოს მოსახლეობა მილიონამდე შემცირდება“ - ამის შესახებ კომპანია ,,ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელმა, რეზო ვაშაკიძემ გადაცემა ,,ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანა უნდა განვითარდეს მინიმუმ 12-15%-ით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხუთი წლის შემდეგ ჩვენი მოსახლეობა მილიონამდე შემცირდება, როგორც ეს სომხეთშია. ეს ძალიან ცუდია. ქართველი ადამიანი აქტიურია და ცდილობს შემოსავალი იშოვოს და თუ ეკონომიკა არ განვითარდა, მაშინ წავა საზღვარგარეთ და იქ იშოვის ფულს.

მთავრობის დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი დააფინანსოს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ თავისი რესურსი გადაყაროს“,- აცხადებს ვაშაკიძე.

მისი თქმით, საქართველოს ორი დიდი მეზობელიჰყავს, რომლებთანაც საზღვრები გახსნილია, თუმცა, მცირე ბიზნესს პროდუქცია ექსპორტზე მაინც ვერ გააქვს არაკონკურენტუნარიანობის გამო.