18.აპრილი.2016 18:24
კრიპტოვალუტები

მასწავლებლების მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდება

მასწავლებლების მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგიური განათლების რეფორმის განხორციელება დაიწყო. რეფორმა ორეტაპიანია - საშუალო და გრძელვადიანი. საშუალოვადიან პერიოდში, მოხდება კადრების თანამედროვე მეთოდოლოგიით მომზადება. კერძოდ, სექტებრიდან ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი), რითაც უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც პედაგოგობის სურვილი აქვს, ექნება შესაძლებლობა გაიაროს შესაბამისი საუნივერსიტეტო პროგრამა და გახდეს მასწავლებელი.
 
როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, პროგრამაზე მსურველების დაფინანსება მოხდება დეფიციტების მიხედვით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რისთვისაც სახელმწიფომ სპეციალური პროგრამა უკვე დააფინანსა.

"ერთწლიანი პროგრამა აწყობილია იმგვარად, რომ უზრუნველყოფს საგნობრივიკომპეტენციის დადასტურებას და მასწავლებლის უნივერსიტეტში მომზადებას. მოტივაციის ამაღლების და ახალი კადრების მოზიდვის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ მოსამზადებელი პროგრამის შედეგად, მასწალებელი შევა სკოლაში პროფესიული განვითარების იმ საფეხურზე, სადაც მას საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასთან გათანაბრებული ანაზღაურება ექნება.

რაც შეეხება 2016-2017 წლის გრძელვადიან სამოქმედო გეგმას - წელს შემუშავდება 300 კრედიტიანი პროგრამები, რომელიც 2017-2018 წელს ამოქმედდება. გრძელვადიანი საუნივერსიტეტო პედაგოგიური განათლების რეფორმის ფარგლებში, 2017-2018 სასწავლო წლიდან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა (300 კრედიტი) ამოქმედდება", - განმარტავენ სამინისტროში.



29.იანვარი.2019 12:33
2263

საქართველო საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს

ვრცლად
15.იანვარი.2019 19:01
1953

ეფრემ ურუმაშვილი: "კრიპტოვალუტები უნდა დარეგულირდეს, მათი რეგულაცია დაგვიანებულიცაა"

ვრცლად
15.იანვარი.2019 17:20
735

Bitcoin 10 წლისაა - რა ვიცით მისი რეგულაციის შესახებ?

ვრცლად
30.დეკემბერი.2018 12:00
671

როდის განთავსდება Bitfury საფონდო ბირჟაზე - კომპანიის პასუხი

ვრცლად
28.დეკემბერი.2018 18:00
1873

რატომ ეცემა კრიპტოვალუტების ფასი? Bitfury-ის განმარტება

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 17:02
678

კრიპტოვალუტები ვარდნას განაგრძობენ - ერთი ბიტკოინი $3,363-მდე დაეცა

ვრცლად