მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის განახლებული ვარიანტის პრეზენტაცია 1 თებერვალს გაიმართება

5c46d65659363
ნინი ლონგურაშვილი
22.01.19 12:39
887
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განახლებულ ვარიანტს 1 თებერვალს წარმოადგნენ.

ამ დროისთვის, ცნობილი ისაა, რომ კრედიტ-ქულების დაგროვების სისტემა უქმდება და ასევე, მასწავლებელს სტატუსის ამაღლებისთვის გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

მასწავლებელთა დიდ ნაწილს დაგროვებული აქვთ როგორც -სტატუსის შესანარჩუნებელი, ასევე ასამაღლებელი კრედიტ-ქულები.

როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ აღნიშნა, მასწავლებლებს ივნისამდე მიეცემათ საჭირო კრედიტ-ქულების მოგროვებისთვის დრო.

შეგახსენებთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განათლების ახალი რეფორმის პრეზენტაცია 18 იანვარს დაიწყო.

როგორც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, 2 კვირის მანძილზე ეტაპობრივად გახდება ცნობილი განათლების სხვადასხვა მიმართულებით რა რეფორმებია დაგეგმილი.