მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასწავლებელთა მოსამზადებლად ინტეგრირებული პროგრამა დაინერგება

5b27b2e566e40
BM.GE
18.06.18 17:25
620
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამა უკვე პარლამენტშია.

პროგრამის მიხედვით, დაინერგება ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებელთა მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

„მთავრობა იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე. დაინერგება ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებელთა მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით. სკოლებში ახალი და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით უმაღლესდამთავრებულ პირთათვის გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა. სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. უზრუნველყოფილი იქნება პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული ცოდნის ამაღლება. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მათი პროფესიული მიღწევების შესაბამისად დაიგეგმება სახელფასო პოლიტიკა“, - ვკითხულობთ პროგრამაში.