მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასობრივმა კიბერ შეტევამ 99 ქვეყანაში კომპიუტერები დაავირუსა - ჰაკერები თითო მომხმარებლისგან 300$-ს ითხოვენ

5916bc90581d0
BM.GE
13.05.17 13:00
1851
მასობრივი კიბერ შეტევის შედეგად 99 ქვეყანაში 75 ათასზე მეტი კომპიუტერი დავირუსდა, - ამის შესახებ BBC წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაციით, კიბერ შეტევა განხორციელდა პროგრამით, რომელიც ამერიკის უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის შემუშავებული. პროგრამამ მსოფლიოს გარშემო არაერთი ორგანიზაცია დააზიანა.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომპიუტერები დაიბლოკა, სისტემა კი ბლოკის ახსნისთვის 300 დოლარს ითხოვს ვირტუალურ კრიპტოვალურა ბიტკოინში.

ბიბისი იტყობინება, რომ აპრილში ჰაკერთა ჯგუფმა The Shadow Brokers განაცხადა, რომ მათ პროგრამა მოიპარეს. Microsoft-მა შესაძლო საფრთხეების შესახებ ჯერ კიდევ მარტში გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა, სისტემათა დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, არ განახლდა, რის გამოც ვირუსმა ადვილად შეაღწია კომპიუტერებში.

ვირუსმა შეაღწია 99 ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, დიდი ბრიტანეთში, ამერიკაში რუსეთში, ესპანეთსა და იტალიაში.

კიბერ-უსაფრთხოების კომპანია Avast-მა განაცხადა, რომ დაზიანების უკვე 75 ათასი შემთხვევა დააფიქსირეს.