მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტვილში წარმოებული ღვინო ექპორტზე პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში გავა

5c45e044ca547
ანუკა ჯოხაძე
22.01.19 00:13
1387
მარტვილში, საოჯახო მარან „ოდას“ მიერ წარმოებული ღვინო ექპორტზე პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში გავა.

ამის შესახებ BM.GE-ის “ოდას” დამფუძნებელმა და მეღვინე ქეთო ნინიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე “ოდას” ღვინო ექსპორტზე ამერიკაში, იაპონიასა და გერმანიაში გადის.

"გეგმაში გვაქვს, რომ მომავალ წელს ჩვენი ღვინო პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში გავიდეს. შესაბამისად, 2020 წლისთვის „ოდას“ ღვინო უკვე 5 ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი“, - აცხადებს საოჯახო მარან “ოდას” დამფუძნებელი.