მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტვილში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 მილიონ ლარს მიაღწია

596f0e3158520
ელენე გოგბერაშვილი
19.07.17 11:43
1870
მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, მარტვილში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 მილიონ ლარს მიაღწია. ამ ერთი წლის განმავლობაში მარტვილის კანიონი 120 604 ვიზიტორმა მოინახულა. მარტვილის ტურისტულად დატვირთულობამ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა საოჯახო სასტუმროების რაოდენობაც. 2016 წელს ადგილზე სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდა. დღეს მათი რიცხვი 25-ია. ასევე 1-დან 5-მდე გაიზარდა კვების ობიექტების რაოდენობა.

მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრის ინფორმაციით, განვლილი 1 წლის განმავლობაში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 5 მილიონ ლარს მიაღწია. აქედან, ადგილობრივი მოსახლეობის მიღებულმა შემოსავალმა 3 500 000 ლარი, ხოლო ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა 1 404 278 ლარი შეადგინა.

ამასთან, შექმნა სამუშაო ადგილები. ერთი წლის განმავლობაში მარტვილის კანიონში და მის მიმდებარედ 50-დან 120-მდე ადამიანი დასაქმდა.