მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.5 პროცენტით გაიზარდა

58ff5d433b796
BM.GE
25.04.17 19:42
917
1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.4 მლრდ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.8 პროცენტით) და 29.8 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.5 პროცენტია.