16.მაისი.2018 17:26
საზოგადოება

მარკეტინგული კამპანია Google-თან ერთად

მარკეტინგული კამპანია Google-თან ერთად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან ახალ კამპანიას იწყებს. თანამშრომლობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Google-უკრაინის პრეზიდენტმა დმიტრი შოლომკომ გააცნეს.
მსოფლიოში უდიდეს ვიდეოპორტალ Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება. ვიდეორგოლები ზაფხულის ტურისტულ სეზონს მოიცავს. ახალი სარეკლამო კამპანია Youtube-ზე 29 მაისს დაიწყება 29 აგვისტომდე გაგრძელდება. სამიზნე ბაზრები შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. კამპანიის შედეგად განსაზღვრული შთაბეჭდილებების რაოდენობა შეადგენს (Impressions)- 95,237,500 ხოლო ვიდეორგოლების ნახვების რაოდენობა (Views)- 21,052,500. კორპორაცია Google-თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მე-3 წელია აქტიურად თანამშრომლობს, რაც მოიცავს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სარეკლამო კამპანიების დაგეგმავს. 2017 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია Google-მა წარმატებულად შეაფასა.



27.მაისი.2018 20:45
105

გამოკითხული მოსახლეობის 94%-ს საჯარო სკოლაში რაიმე საკითხი არასდროს გაუპროტესტებია

ვრცლად
27.მაისი.2018 20:05
88

ვინ და როდიდან იცხოვრებს რუსთავის სოციალურ საცხოვრებელში

ვრცლად
27.მაისი.2018 18:19
196

სად უყვართ Facebook?

ვრცლად
27.მაისი.2018 17:45
471

საქართველო იტალიაში „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნად“ აღიარეს

ვრცლად
27.მაისი.2018 17:02
140

პროფესიული სასწავლებლებით ყველაზე უკმაყოფილო დედაქალაქის მოსახლეობაა

ვრცლად
27.მაისი.2018 16:22
32

მიხეილ ჯანელიძე: "ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ლევილი იქცეს საქართველოს კულტურულ ცენტრად ევროპაში"

ვრცლად