06.მარტი.2016 16:11
საზოგადოება

მარინა დარახველიძე: საქართველოს კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ საკმაოდ მკაცრია

მარინა დარახველიძე: საქართველოს კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ საკმაოდ მკაცრია
ორგანოთა ტრანსპლანტაციის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ბოლო მონაცემებით, ამ მიზნით მსოფლიოში ყოველწლიურად 120 000-მდე ოპერაცია ტარდება. სტატისტიკურად ყველაზე ხშირად თირკმლის გადანერგვა ხდება, რომელსაც ღვიძლის, გულის, პანკრეასისა და ნაწლავის ტრანსპლანტაცია მოჰყვება. საქართველოში თირკმელს წელიწადში დაახლოებით 35 პაციენტი ინერგავს, ოპერაციის ღირებულება 20 000 ლარით განისაზღვრება. ღვიძლის გადანერგვა კი 2014 წლიდან ამ დრომდე 9 პაციენტს აქვს გაკეთებული. 
 
ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური საბჭო შეიქმნა, რომელიც თითოეულ გადანერგვაზე ნებართვებს გასცემს და ისეთი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც ორგანოებით ვაჭრობის ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებს. როგორია მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის სამინისტროს გეგმები, - დეტალებზე "საქმიან დილასთან" ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე საუბრობს.

"ორგანოებით ვაჭრობის საფრთხე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლის წყურვილი და სურვილი ძალიან დიდია და საჭიროების შემთხვევაში ადამიანმა მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად შეიძლება ყველა გზას მიმართოს. ცდუნება ძალიან დიდია. ჩვენი კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ საკმაოდ მკაცრია და ორგანოთა დონაციას მხოლოდ ნათესაური წრიდან უშვებს. ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს მუხლი თავისი მიმდინარეობით ჯერ-ჯერობით შეჩერებულია და ის იმ კუთხით ფართოვდება, რომ ემოციური კავშირის მქონე პირებს შორის დონაცია შესაძლებელი გახდეს, ანუ იმ პირთა წრე უნდა გაფართოვდეს, რომელთაც ერთმანეთის დონორობა შეუძლიათ. ერთი პრეცედენტი ტრანსპლანტაციის საბჭომ საკონსტუტიციო გადაწყვეტილების შემდეგ უკვე დაუშვა და უფლება დართულია. უკეთესი იქნებოდა, საერთოდ ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილიყო.
 
საქართველო პოპულაციის თვალსაზრისით პატარა ქვეყანაა. საზღვრები რამდენად დაცულია, ამის გაკონტროლება რამდენად შესაძლებელია სხვა მექანიზმებით, ეს ასაწონ-დასაწონია და მიზანშეწონილობის თემაა. ჩვენ ეს წესი შესამუშავებელი გვაქვს, რომ ემოციური კავშირის დონაცია ძალაში დავტოვოთ. როგორ გავაკეთოთ და მოვახერხოთ იმის დაშვება, რომ ერთი კუთხით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების უფლება არ შეიზღუდოს და მეორე - სხვისი უფლება არ შევლახოთ, რომლებიც ამ ტრეფიკინგის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ.

საქართველოში ეს დარგი ვითარდება. ამას გარკვეულწილად, როგორც ინფრასტრუქრურული მზადყოფნა, ასევე კადრების მხრივ მზადყოფნა სჭირდება", - ამბობს მარინა დარახველიძე.



16.ივლისი.2018 15:20
52

თხილის ექსპორტი განახევრებულია

ვრცლად
16.ივლისი.2018 15:00
150

ანაკლიაში მიწების გამოსყიდვაზე 96 მლნ-ის ნაცვლად, 57.7 მლნ დაიხარჯა

ვრცლად
16.ივლისი.2018 13:50
52

„წლის კომპანიის“ განვითარების ახალი ეტაპი - Nexia TA King David ბიზნეს ცენტრში გადადის

ვრცლად
16.ივლისი.2018 13:11
10

ბილაინის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრში „დიჯითონი“

ვრცლად
16.ივლისი.2018 13:09
106

"ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება"

ვრცლად
16.ივლისი.2018 13:00
74

"სამშენებლო სექტორში კონტროლის გამკაცრება აუცილებელია"

ვრცლად