07.მარტი.2016 13:39
ეკონომიკა

მარიამ ვალიშვილი: დღეს ჩვენ დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი არ გვჭირდებოდა

მარიამ ვალიშვილი: დღეს ჩვენ დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი არ გვჭირდებოდა
"როგორც აზერბაიჯანთან, ასევე რუსეთთან მოლაპარაკებები დასრულებულია, მხოლოდ ფორმალური დეტალებია დარჩენილი რუსულ მხარესთან", - აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრია მოადგილე, მარიამ ვალიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. ვალიშვილი განმარტავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში საქართველოსთვის მონეტიზაციაზე გადასვლა მომგებიანი არ იყო. მისი თქმით, ფულადი ანაზღაურების შემთხვევაში საქართველო იმავე სარგებელს ვერ მიიღებდა, სწორედ ამიტომ „გაზპრომთან“ არსებული კონტრაქტის პირობებში დარჩენა გადაწყდა.
 
"რუსეთიც დარწმუნა, რომ ჩვენ გაზის მოცულობები არ გვჭირდება. მთელს მსოფლიოში არის პრაქტიკა, რომ ანაზღაურება ხდება ფულადი გამოხატულებით. როდესაც მონეტიზაციის შემთხვევაში კარგ თანხას იხდიან განხილვად ღირს, მაგრამ როდესაც გაცილებით ნაკლებს გიხდიან, ბუნებრივია ჩვენთვსი მისაღები იყო ძველ პირობებზე დარჩენა, რაც შესრულდა", - განაცხადა ვალიშვილმა.

რაც შეეხება "სოკართან" გაფორმებულ ხელშეკრულებას, ვალიშვილი განმარტავს, რომ საქართველოს დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის საჭიროება დღეს არ აქვს, თუმცა მზარდი მოხმარების პირობებში, საქართვლოს მომწოდებლისგან დარეზერვებული ბუნებრივი აირის მოცულობა ექნება.

"დღეს ჩვენ დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი არ გვჭირდებოდა, მაგრამ რადგან მოხმარება იზრდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოცულობა საკმარისი იქნება შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ამოქმედებამდე.

წელს ეს მოცულობა შეიძლება სრულად ვერ ავითვსოთ არსებული ბალანსიდან გამომდინარე", - განაცხადა ვალიშვილმა.



12.ნოემბერი.2018 20:58
130

IMF: ფინანსთა სმაინისტრო პროექტების შერჩევის სათანადო კრიტერიუმებით არ ხელმძღვანელობს

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 18:06
89

ციტრუსის ექსპორტი 11-ჯერ გაიზარდა

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 17:14
188

IMF: საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სტრატეგია და ინფრასტრუქტურული გეგმა არ აქვს

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 16:44
300

"ლიზინგის მიმართულება და დარგი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს"

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 15:37
99

ჯანდაცვის მინისტრი ცე ჰეპატიტის ბიუჯეტის აუთვისებლობის მიზეზებს განმარტავს

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 14:31
164

IMF: საქართველოში ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა შეშფოთებას იწვევს

ვრცლად