მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქცენტი ენერგოუსაფრთხოებაზე

BM.GE
22.04.22 12:19
552
კვირის დასაწყისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება გამოქვეყნდა. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან სუს–ი ცალკეული ჯგუფების დაინტერესებას და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტებს ხედავს.

სუს-ის 2021 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. 

"დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“, - ნათქვამია ანგარიშში. 

გასულ წელს განსაკუთრებული პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ინვესტორს ჰესის მშენებლობის შესაძლებლობა არ მისცეს, რის გამოც 2021 წლის სექტემბერში ნამახვანჰესის ინვესტორმა ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა. ENKA-მ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევად ფორსმაჟორი დაასახელა. კომპანია არბიტრაჟში წასვლასაც განიხილავს. 

იმის გამო, რომ საწარმოო დანადგარები და აღჭურვილობა ასევე სხვა საკუთრება ვერ იქნება გამოყენებული, კომპანიამ ის საბალანსო ღირებულებით - $40 მილიონ 389 000 დოლარი ჩამოწერა. 

ENKA საქართველოში, ჯამში, $800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.

სტუმარი: დავით ნარმანია - სემეკ-ის თავმჯდომარე;